შვედეთის ექიმები ხარაგაულის სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ

931

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა და შვედმა ექიმებმა უფასოდ გადასცეს.

ამასთან, შვედი ექიმები ხარაგაულში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს გამოიკვლევენ.

როგორც იმერეთის სახელმიწოფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შვედმა ექიმებმა უკვე ჩაუტარეს სემინარები, ხარაგაულის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების ექიმებს, უბნის ექიმებს და ასევე, გადაამზადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც მომავალში ასოციაციის მიერ გამოგზავნილ სპეციალურ აპარატს მიიღებს და ხარაგაულში გამოკვლევებს განაგრძობს.

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შვედ ექიმებს სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გდასაცა.

აღსანიშნავია, რომ ექიმთა ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება და მათ მიერ გაწეული ქველმოქმედება დაახლოებით, 100 ათასი ლარის ღირებულებას შეადგენს.