დღეს ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, ლაბირინთი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, შადრევანი, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება მოეწყობა.
ცენტრალური პარკის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ორ ეტაპად განხორციელდება და მასზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.