თბილისობას ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე ჩატარდება

1799

წინა სტატია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისობა 2018-ის ფარგლებში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები თბილისში 6-7 ოქტომბერს, 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე ჩატარდება.

კერძოდ, “თბილისობა 2018” დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში გაიმართება.

ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ჩატარდება. ასევე, ცნობილია ადგილები, სადაც თბილისობას გარევაჭობა დასაშვები იქნება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით კი, თბილისობას საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.