ცნობილია ადგილები, სადაც თბილისობას გარევაჭობა გაიმართება

1408

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისობის დღესასწაულზე  გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

მისი ინფორმაციით, გარევაჭრობა დასაშვები იქნება: ჩუღურეთის რაიონში, ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორიაზე; ​სამგორში, ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორიაზე; გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებულ სივრცეში. ასევე, დიდუბეში, სტანისლავსკის ქუჩაზე, “დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე; საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში, გეგეშიძის ბაღში.

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს და კონკრეტულად ამ ორი დღის განმავლობაში ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, თბილისობის შემდეგ კი ამ ადგილებში გარევაჭრობა ისევ შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.