ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი 830 გრძ.მ ბეტონის საფარისა და ტროტუარის, ასევე, გარეგანათების მოწყობას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს ,,პალადა” ახორციელებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეკვეთილის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.