ოზურგეთში ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა იწყება

635

ოზურგეთში ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა იწყება.

გზების დეპარტამენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 300 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში – გურიანთაში, დვაბზუში, ლიხაურსა და ძიმითში მდინარეების გასწორხაზოვნებისა და ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობას მოხმარდება.

მერიის ცნობით, წლებია აღნიშნულ სოფლებში დამცავი ნაგებობების არარსებობის გამო მოსახლეთა საკარმიდამო ნაკვეთები იტბორებოდა.

“უახლოეს პერიოდში საპროექტო ჯგუფების მიერ საჭირო სამუშაოების ჩატარების შემდგომ, ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობაც დაიწყება”, – აცხადებენ მერიაში.