გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს კვლავ ითხოვს. ადგილობრივები სოფელში გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და სტატუსის გარდა სკოლის შეკეთებას, საბავშვო ბაღის აშენებასა და გზების რეაბილიტაციას ითხოვენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ეს მოთხოვნები ქერეს მოსახლეობამ დღეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს გააცნო. ოთარ კახიძეს თქმით, მსგავსი სოფლები მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს რათა ისინი მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ევროპული საქართველოს წევრმა ხელისუფლებას ამ მიმართულების ერთიანი გეგმის შემუშავება შესთავაზა.
შეგახსნებთ, რომ 19 აპრილს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.