სადგურის ბაღის მშენებლობისთვის მესამედ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტენდერში ერთი პრეტენდენტი, ინდივიდუალური მეწარმე კახა დათაშვილი მონაწილეობდა. წინა შემთხვევაშიც ერთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მერიის წარმოდგენილების მოთხოვნების შემდეგ, მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
“როდესაც ტენდერი ცხადდება, იქ ვინ შედის, რამდენი ორგანიზაციაა, ეს არ ჩანს, დახურულია. ამის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც ტენდერი დამთავრდება და ვნახავთ, ვინ გაიმარჯვა, ვინ დადო ყველაზე დაბალი ფასი. რომ ამბობენ, ხოლმე რომ ამა თუ იმ ადამიანს მოაგებინეს ტენდერი, მაგალითად, მაჟორიტარ დეპუტატზე ამბობენ ხოლმე მოაგებინოსო, ეს არის მცდარი აზრი და ვინც ვერ ერკვევა ტენდერებში, ის ამბობს ხოლმე ასე“, – განაცხადა თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა იმ დროს ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე, გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. ხელახალი ტენდერი კი გორის მერიამ მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა.
აღნიშნული ბაღის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 454 450 ლარია გამოყოფილი.
ამჟამად ქალაქ გორში არსებული 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.