ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა.
სკვერში საბავშვო ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და გარეგანათების ქსელი მოეწყო. ასევე, განთავსდა საბაღე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერის მოსაწყობად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 143 548 ლარი გამოიყო.
“არსებული სკვერების რეაბილიტაციის პარალელურად, ვცდილობთ, ახალი დასასვენებელი სივრცეები შევქმნათ. ერთ-ერთი ახალი სკვერი სანზონაში მოვაწყეთ. გასულ წელს აქ სპორტული მოედანიც მოეწყო. მთლიანობაში ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გამწვანებულ ტერიტორიებს და განახლებული ინფრასტრუქტურა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.