2018 წლის მასწავლებელთა გამოცდებისთვის ზედმეტად, შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურებისთვის. edu.aris.ge-ი ინფორმაციას ავრცელებს.
“განცხადების მიღება 2018 წლის 18 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე, რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია, საბანკო დაწესებულებაში, საფასური დაბრუნდება გადამხდელის ან აპლიკანტის ანგარიშზე;
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.