გორის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის ახალი სისტემა კვლავ დაზიანდა

1430

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის ახალი სისტემა კვლავ დაზიანდა. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი დაზიანებული მონაკვეთი გუშინ გააკეთეს. ინფორმაციას შიდა ქარტლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მარუაშვილი ვეღარ ითვლის ამ სოფელში დაზიანებული მონაკვეთების რაოდენობას და შემდეგ მისი რეაბილიტაციის რიცხვს. წყალგამანაწილებელ ჭებში სასმელის წყლის მილები იმ წნევას ვერ უძლებს, რაც მაღლობზე განთავსებული რეზერვუარიდან მიედინება.

“წყალი ისეთი წნევით მოდის, სარეცხის მანქანები ხორუმს ცეკვავენ” – განუცხადა სოფლის გამგებელმა კოტე თავზარაშვილს თათბირზე. თათბირზე განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ქვახვრელის პრობლემები იყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ სოფლის გამგებლის რეპლიკამ ხალისი გამოიწვია.

ქვახვრელში, ა(ა)იპ წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლებმა, ცენტრალურ მაგისტრალზე მეორე წყალგამანაწილებელი ჭა დაამონტაჟეს, იმ მიზნით, რომ დიდი წნევით მომდინარე წყლის სიჩქარე შეამცირონ.

შეგახსენებთ, რომ ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დამთავრდა.