საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში თანამედროვე სტანდარტების დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ამჟამად სკოლაში 4 მოსწავლე სწავლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აღნიშნული სკოლის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. სკოლის მშენებლობისთვის განათლების სამინისტროდან 600 000 ლარი გამოიყო.