დიდუბის რაიონში, გოგოლაურის ქუჩაზე, 155-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და კერესელიძის ქუჩის N1-ში ასფალტის საფარს აგებენ.
გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 3000 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის ფენა და ბორდიური მოიხსნა, სამანქანო გზისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოასფალტება კი, რამდენიმე დღეში დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „დრო“ და „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებენ.