ახალციხის ბაღში მომხდარ ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს

785

წინა სტატია

ახალციხის N1 ბაგა-ბაღში არსებულ ვითარებას, სადაც მშობლები მასწავლებელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, სახალხო დამცველის “ბავშვის უფლებების ცენტრი” სწავლობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყეს და მათთვის არავის მიუმართავს.

“დავიწყეთ შესწავლა, გავაგზავნეთ შესაბამის უწყებებში კორესპონდენცია, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის N1 ბაგის მეორე ცვლის აღმზრდელს მადლენა გიორგაძეს მშობლები ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მომხდარზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მცირეწლოვანის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო.

ამ ეტაპზე მადლენა გიორგაძე ბაგაში აღარ მუშაობს. აღმზრდელმა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.