ყარაჯალის ბაღის გამგე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს

710

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე თელავის თვითმმართველი თემის ბაღების გაერთიანებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. imedinews-თან საუბარში მაია ბლუიშვილი ამბობს, რომ მისმა ხელმძღვანელმა დღეს დაიბარა და გათავისუფლების ბრძანებაზე ხელის მოწერას აიძულებდა, რაზეც მან უარი განაცხადა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბლუიშვილი სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს.

უკვე ბაღის ყოფილი გამგე ამბობს, რომ გუშინ სოფელ ყარაჯალის ბაღში მონიტორინგის სამსახური შევიდა. მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა, რომ აღსაზრდელების სადილის შემდეგ ერთი ულუფა წვნიანი დარჩა და მათ ჩათვალეს, რომ ეს ულუფა ბაღის გამგისთვის იყო განკუთვნილი.

რა გახდა მაია ბლუიშვილის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი, ამის შესახებ თელავის ბაღების გაერთიანებაში ჯერ არ საუბრობენ. ბლუიშვილი კი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გეგმავს.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი