გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულო არ განიხილავს

735

წინა სტატია

გორის მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აღარ შევა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულმა საკითხმა, სამანდატო – საპროცედურო და ეთიკის კომისიის სხდომაზე, ხმათა სათანადო რაოდენობა ვერ მოიპოვა.

“გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს გულმავიწყი მერი. ეს ადამიანი უხეშად არღვევს კანონს და რატომღაც ამ ადამიანს ეპატიება ეს ყველაფერი. დღეს კომისიის წევრების უმრავლესობამ, კომისიის სხდომაზე მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება. ჩვენს მიერ არაერთგზის მოწოდებისა, რომ არ მომხდარიყო გადაწყვეტილება პარტიული დირექტივებით, მაინც არ გაითვალისწინეს ეს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას იქამდე გავაპროტესტებთ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“ – განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ბექა ქორჩილავამ.

“სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ეს არ იყო სამართლიანი მოთხოვნა. საკითხი არასწორად იყო დაყენებული და ბატონი მერი არ არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება და თემა დაიხურა“, – განაცხადა მარლენ ნადირაძემ, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

საკრებულოს ოპოზიცია ამტიკეცებს, რომ კონსტანტინე  თავზარაშვილი, თანამდებობისთვის შეუთავსებელ სხვა პოზიციაზეც მუშაობს, რასაც ისინი კანონდარღვევად მიიჩნევენ.