სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბათუმში ნაგვის სეპარირებისთვის განთავსებულ ერთი და იგივე ურნებზე სხვადასხვა წარწერაა გაკეთებული.
“ერთი მხიდან შეგიძლია ქაღალდი ჩაყარო და მეორედან – პოლიეთილენი” – წერს მომხმარებელი.
გარდა ამისა, დახარისხებული ნარჩენები დღემდე საერთო ნაგავსაყრელზე მიდის. როგორც ირკვევა, სეპარირებული ნარჩენების გადამუშავება ტექნიკური აღჭურვილობისა და გადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
როგორც ცნობილია, ბათუმის ბულვარმა სეპარირების ურნების შესაძენად 100 ათასი ლარი 2 წლის წინ გამოყო.