გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავს ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა.
მერიის ცნობით, 2018 წლის 20 ივლისს თელავში გერმანიის ქალაქი ბიბერახიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა, რომელიც განკუთვნილია საბავშვო ბაღების, პროფესიული კოლეჯისა და სოციალური სახლისთვის. კერძოდ, საბავშვო ბაღებსა და პროფესიულ კოლეჯს მეორადი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი ავეჯი და სპეციალური ინვენტარი გადაეცემათ, ხოლო სოციალური სახლისთვის განკუთვნილია ახალი მულტიფუნქციური მაცივარი.
“ტვირთის საერთო ჯამური ღირებულება 18 020 ევროა, რაც სრულად დაფინანსდა ქალაქი ბიბერახის მხრიდან”, აცხადებენ მერიაში.