ესტონეთის აღმოსავლეთით, კანეპის მუნიციპალიტეტში კანაფის გამოსახულებიანი დროშა ადგილობრივი მთავრობის შენობასთან ახლოს, ცენტრალურ მოედანზე აღმართეს. ინფორმაციას იმედინიუსი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამთავრობო უწყების ვებგვერდზე წერია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ისტორიული ცნობებია, რომლის მიხედვითაც კანეპის მუნიციპალიტეტში მარიხუანას აწარმოებდნენ. სწორედ ამის გამო ეწოდა მუნიციპალიტეტსაც კანეპი.
მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში, ისევე როგორც ევროკავშირის უამრავ ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებული არ არის დროშა რეგიონის არაოფიციალური სიმბოლო მაინც გახდა.