ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანი გახდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში პროექტირება უკვე დასრულებულია. ინფორმაციას allnews-ი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ პროექტირება სახელმწიფომ დააფინანსა, რაც შეეხება მშენებლობის დაფინანსებას ეს ამ წლის ბიუჯეტის გეგმაში არ დევს: “საერთაშორისო დაფინანსებაც არ გვაქვს ჯერ. ამიტომაც ვართ თანხების მოძიების პროცესში”, – თქვეს საავტომობილო გზების დეპატრამენტში.
ქუთაისის შემოვლით გზაზე 2017 წელს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლებიც ფატალურად დასრულდა. ამის გამო, მაშინ გადაწყდა, რომ გზაზე მოძრაობა ცალმხრივი ყოფილიყო.
შემოვლითი გზაზე დამატებით 2 ზოლის დამატების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განაცხადა.