დაბა სურამში რამდენიმე ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

714

ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. დაბა სურამში, წმინდა მარიამის და ლესია უკრაინკას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხაშურის მერიის ცნობით, წმინდა მარიამის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ჯამში 212 875 ლარს ითვლის და 670 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს, ლესია უკრაინკის ქუჩის მოასფალტების პროექტი კი 282 145 ლარის ღირებულებისაა და 830 გრძივი მეტრი გზის მოწყობა იგეგმება. ამ ეტაპზე დამთავრებულია ქუჩების მოხრეშვა და მიმდინარეობს ნიადაგის მოსწორება, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის დაგება.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ორივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი საბოლოო სახეს სექტემბრის დასასრულს მიიღებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. პროქტის ფარგლებში იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობაც.