სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 4 თანამდებობაზე ღია და პოზიციაზე დახურული კონკურსი ჩატარდება.
,,კონკურსი გამოცხადდა:ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსის (დახურული კონკურსი), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე.
აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო 650 ლარიდან 1200 ლარამდეა. კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი და 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.