ქობულეთში, კარიერის დასახლებაში, ორი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

557

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კარიერის დასახლებაში ტურისტული სეზონისთვის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. აჭარის მთავრობის ცნობით, ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები და ტროტუარები. ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე დეკორატიულ ფილებს აგებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარია გათვალისწინებული.

ასევე, აჭარის მთავრობის ცნობით, მდინარე კინტრიშის კალაპოტი იწმინდება. გასწორხაზოვნების სამუშაოების პარალელურად, შესაბამისი სამსახურები მიმდებარე ტერიტორიასაც აწესრიგებენ, სანაპირო იწმინდება სარეველებისგან. პროექტის ფარგლებში ანალოგიური სამუშაოები იგეგმება მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნებისთვის. ამ მიზნით ქობულეთის ბიუჯეტიდან 35 924 ლარი დაიხარჯება.