მაია ცქიტიშვილი: ცენტრიდან მუნიციპალიტეტებს რესურსების დიდი ნაწილი 2025 წლისთვის გადაეცემათ

741

ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეცენტრალიზაციის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ახალ კონცეფციაზე და არსებულ მიღწევებზე. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თვითმმართველობის განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2025 წლისთვის კომპეტენციები და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად.

დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხირციელდა,რომლებიც ევროპის საბჭოს მონიტორინგმა უმაღლესად შეაფასა. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები მიმდინარე წლის მონიტორინგის მისიის ანგარიშშიც დადებითად აისახა.

2018 წლის 5 მარტს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.