ხანდამაშვილი: ტურიზმის განვითარების მთავარი პირობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა

764

გურჯაანის მერის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და ტურისტების მოზიდვა მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ამ კუთხით განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

,,გურჯააანის მერია ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების იმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი ძალიან კარგი საქმე, რომელიც ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა, არის დიდების მემორიალზე ბინოკულარის დამონტაჟება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის” ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ეს ტურისტებს საშუალებას მისცემს, ალაზნის ველის ხედებით ისიამოვნონ. პროექტის ღირებულება 20 000 ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე 5 ახალი სკამი დაიდგა, ორი ბანერი გაკეთდა და განათება დამონტაჟდა. მსგავს პროექტებს სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებზეც განვახორციელებთ”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.