სოფელ ქვემო სამგორში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვემო სამგორში, მარჯვენა მაგისტრალური არხის 24 -კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება გაკეთდა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას რემონტი ჩაუტარდა. შედეგად საგარეჯოში 9500 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში განხორციელდა.