ჯანიაშვილი: წლის ბოლომდე არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზა აშენდება

1022

დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრას დესწრო. დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

“მინდა მოგახსენოთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო პროექტების შესახებ: ახლო მომავალში გაგრძელდება გუბმათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის სრული რეაბილიტაცია და ჩვენს მოსახლეობას საბათლომდე ასფალტიანი გზით ჩასვლის შესაძლებლობა ექნება. ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა“- განაცხადა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.