დაბა ქედაში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერისა და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს, ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პარკებში დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა სანიაღვრე არხები და ბილიკები. 9 აპრილის ქუჩის სკვერის სამუშაოებისთვის 29 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის პარკის რეაბილიტაციისთვის სავარაუდო თანხა 100 ათასი ლარია.