თუშეთის გზაზე აბანოს უღელტეხილის შემდეგ უფასო Wi-Fi ვიზიტორებისთვის უკვე სამხევშიც ხელმისაწვდომია. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.
თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი 2017 წელს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ და თუშეთის განვითარების ფონდმა, ამერიკული ორგანიზაციის, ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.
ინტერნეტი თუშეთის 30-მდე სოფელშია ხელმისაწვდომი, მათ შორის რამდენიმე ისეთ სოფელშიც, სადაც სატელეფონო კავშირი ამ დრომდე არ არის.