რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს გაეცნენ.
სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თომა დეკანოიძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა წარმოადგენს. რაც შეეხება ცვლილებებს – თუშეთის დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისათვის არატიპიური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილება მოიწონეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.