სტიქიის ზონაში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად, დროებით ხიდებს განათავსებენ

779

წინა სტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებეშიგზების დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული და გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, ადგილზე კი 5 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარემ უკვე ოთხი სახლი დატბორა. დანგრევის საფრთხე კი კიდევ შვიდ სახლს ემუქრება.

“ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, რომლებიც სტიქიის ზონაში დილიდან 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს, რათა მოსახლობამშეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამასთან, სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.