მესტიის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდებისი გამო მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად მოწყდა გარესამყაროს.
ადგილზე მძიმე ტექნიკას და მაშველებს ელოდებიან. ადგილობრივების თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მთა ისევ ჩამოიშალა. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის გაზრდასთან დაკავშირებით გააფრთხილეს.
როგორც imedinews-ი წერს, მოსახლეობის თქმით, მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფი „ნენსკრაჰესის“ მშენებლობამ გამოიწვია. კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ კი აცხადებს, რომ ჭუბერის ხევში სტიქია კომპანიის მშენებლობას არ გამოუწვევია.