ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების ადგილას ფიტნესზონა ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე 22 ავტოფარეხის დემონტაჟი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.
ისნის რაიონის გამგეობამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს.
ასევე, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდება გზის სავალი ნაწილი, ქუჩის მხრიდან კი, მოეწყობა დეკორატიული ღობე, ტროტუარი და ასფალტის საფარი დაიგება.
“ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, N11 კორპუსის მცხოვრებლების თხოვნით, უახლოეს მომავალში 28 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ეზოს ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხები დაიშლება და მათ ნაცვლად, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება”,- აცხადებენ გამგეობაში.