თიანეთში 4000-მდე მცხოვრების უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები დასრულდა

1072

თიანეთში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. შედეგად, ადგილობრივებს სასმელი წყლის მიწოდების სეზონურად წარმოქმნილი პრობლემა მოუგვარდა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, დაბა თიანეთს წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, წყლის მცირე დებეტის გამო, მოსახლეობა სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით იღებდა. სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჩაატარა.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სათავე ნაგებობიდან დამატებითი წყლის რესურსის მოძიების შედეგად დებეტი გაიზარდა, რაც თიანეთის 4000-მდე მაცხოვრებელს, ზამთარსა და ზაფხულში, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.