ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1318

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე არსებული კლიდად ჩამოვიდა შვავი, რომლის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც გამოიწვია გზის დაკეტვა. ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

გზის აღნიშნულ მონაკვეთი ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო ჯერ კიდევ 11 ივნისს დაიკეტა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გზა ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა ჩამოწოლილმა კლდის ნაშალმა გზის სავალი ნაწილი კვლავ ჩაკეტა.