თბილისის მერიამ ბიზნესსექტორს 6 საინვესტიციო პროექტი წარუდგინა

1483

წინა სტატია

დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებ 6 საინვესტიციო პროექტი წარუდგინა.

“მინდა წარმოგიდგინოთ 6 საინვესტიციო პროექტი რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს გარკვეულ გამოწვევებს ქალაქში, მეორე მხირვ კი, თქვენთვის, ბიზენესსექტორისთვის გარკვეულ შესაძლებლობას წარმოადგენს”, – მიმართა ბიზნესსექტორს ანდრია ბასილაიამ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია ქუჩის განათების ენერგოეფექტური ნათურებით ჩანაცვლებას გეგმავს. ბასილაიას განცხადებით, მერია ბიზნესსექტორის ჩართულობით, პროექტის ვადებს მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც შესაბამისი ტენდერის საფუძველზე განაცხადებს მიიღებს. მისივე განმარტებით, ეს პროექტი ელექტროენერგიის ხარჯს 70%-ით შეამცირებს.

ასევე, ბასილაიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია მზადაა, საპარკინგო სადგომების შესაქმნელად ბიზნესკომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს. მისი თქმით, ავტოსაპარკინგის ტერიტორიები 183 ადგილას უნდა მოეწყოს, ამისთვის კი რამდენიმე ტერიტორია შეირჩა. კერძოდ: ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია; მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორია; ვაკე – გეგეშიძის პარკი და სადგურის მოედანი. მისივე თქმით, ტენდერის დასრულების ვადა 15 ივლისია.

ამასთან, მერია მზადაა, კომპანიებს კოოპერატიული ბინათმშენებლობების შედეგად დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობისთვის მიწა 1 ლარად გადასცეს და  ბიზნესსექტორს კოოპერატიული ბინათმშენებლობების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს სთავაზობს. აღნიშნული პროექტისთვის, ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილი შეირჩა. ესენია: დიდ დიღომში მე-4 მიკრორაიონი, 25-ე კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივში მე-4 მიკრორაიონი და ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ანდრია ბასილაიამ მიმოხილია ავარიული ფონდის პრობლემებიც, რომელიც მისი თქმით ყოველდიურად იზრდება და ბიზნესსექტორს შესთავაზა ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე ტერიტორია, რომელიც მისი განცხადებით ქალაქში ყველაზე ავარიუულია. მისი თქმით, მერია ბიზნესსექტორს სთავაზობს მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად, ტერიტორიის მოცულობა ჯამში არის სამი ჰექტარი, სადაც სამშენებლო მოცულობად დაახლოებით  60 ათას კვადრატული მეტრია განსაზღვრული. პროექტის განხორციელებისთვის მერიის ვარადუით, დაახლოებით 50 მილიონი ლარია საჭირო. ბასიალიაა აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი 15 აგვიტომდეა  ძალაში და მოუწოდებს ბიზნესსექტორს რომ აქტიურად განიხილონ აღნიშნული შეთავაზება.

პრეზენტაციის ბოლოს კი, ანდრია ბასილაიამ ორი პროექტი წარადგინა, რომლებიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცეშია. ეს არის “რადიო ქალაქის” პროექტი, მუხიანში, სადაც მერიას უნდა რომ შექმნას საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის კონცეფციასაც ახლა ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოსთვის მერია მზად იქნება ბიზნესსექტორს აღნიშნული პროექტი შესთავაზოს.

ამასთან, დედაქალაქის მერია თბილისის ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირებას გეგმავს. ობიექტის შესწავლა უკვე დასრულებულია. თბილისის მერია ამ დროისთვის ანძის მოდიფიცირებისთვის სამ შესაძლო ვარიანტზე მსჯელობს.

“ერთ-ერთი ვერსია ანძაზე დამატებითი ელემენტის დაშენებას გულისხმობს, რომელზეც საკვები და გასართობი ობიექტები იქნება განთავსებული”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.