კალაძე: ბიზნესის ჩართულობით ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია

833

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ მერიის მიერ ინიცირებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მიწვეულნი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.

“ეს შეხვედრა დღეს თბილისის მერიიის ინიციატივით ხორციელდება, ვინაიდან გვინდა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია და გაგიკეთოთ პატარა პრეზენტაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რას ვგეგმავთ ჩვენ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში. მე ამას წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი, რომ ბიზნესის მონაწილეობა ქალაქის განვითარებასა და ჩართულობაში ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა მერიის ყველა თანამშრომელს  კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენს გასაკეთებელს აუციულებლად გავაკეთებთ, თუმცა მგონია რომ ბიზნესისი ჩართულობით ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, რადგან თქვენ ხართ ადმაიანები, რომლებსაც ძალიან დიდი როლი შეაქვთ ქალაქის, ეკონომიკის განვითარებაში. მგონია, რომ პროექტებს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ იქნება თქვენთვისაც საინტერესო და ერთად შევძლებთ მის განხორციელებას. ერთად ჩვენი და თქვენი ჩართულობით მეტის გაკეთებას შევძლებთ ამ ქალაქისთვის. ყველ ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით და გვინდა რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი ვიდრე დღეს არის. არის უამრავი გამოწვევა და ერთად აუცილებლად გადავლახავთ ბარიერებს, რომელიც არსებობს”, – მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორს და აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის მერია უამრავ პროექტს ახორციელებს.

“როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მივესალმებოდით ბიზნესის ჩართულობას, მაშინვე გამოგვეხმაურა “ბიზნეს-ასოციაცია” და გამოთქვეს თანადგომისა და მხარდაჭერის სურვილი და გვითხრეს, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას ქალაქის გამწვანებაში, გალამაზებაში და  რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს იმ ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებას რომელიც დღეს ეკოლოგიისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით გვაქვს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანადგომა, ეს მიდგომები თქვენი მხრიდან გაგრძელდება და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი მხირდანაც იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, იმისთვის, რომ ერთად შევძლოთ იმ პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორება რომელიც არსებობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.