კრწანისის რაიონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

619

კრწანისის რაიონში, გორგასალის მე-4 შესახვევში, N77-ის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 1750 კვ.მ-ზე, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, 200 კვ.მ-ზე კი, ტროტუარის მოწყობა მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „მაგისტრალი“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.