ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

967

ქუთაისში მწვანე ყვავილას #9 -ში საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდა. სამუშაოები შპს ,,ვეთაორ ჯგუფ”-მა შეასრულა. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 343 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მერიის ცნობით, საყრდენი კედელი ასევე კეთდება ლუკა ასათიანის #11-ში, რომლის სამუშაოებს ,,ბილდინგ +” 93 800 ლარად ახორციელებს. წერეთლის მე-5 ჩიხში, ერთდროულად, მიმდინარეობს ღვარსადენისა და საყრდენი კედლის მოწყობა.

ასევე, წერეთლის # 142 ში მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,ლამოდერნა” ასრულებს. პროექტისთვის 76 370 ლარია გამოყოფილი.

,,ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად დავიწყეთ გზების, ჩიხების და შესახვევების მოასფალტების პროცესი. ასევე საყრდენი კედლების მოწყობა და კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.