ტყის რესურსის მართვისთვის, შესაძლოა, ახალი უწყება შეიქმნას

738

წინა სტატია

ტყის ახალ კოდექსს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ  განაცხადა, მთავრობამ კოდექსის პროექტი უკვე მოიწონა და ახლა საკანონმდებლო განხილვების ეტაპია.ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

„პროექტი პარლამენტში უნდა შემოსულიყო, მაგრამ სამთავრობო ცვლილებები დაიწყო და ამიტომ ახლა გაჩერებულია. საკომიტეტო განხილვები სექტემბრიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება ტყის ახალი კოდექსის შინაარსს, დეპუტატის ინფორმაციით, სატყეო რესურსის მართვის პრინციპები სრულიად იცვლება.

„მართვის სისტემა იმას გულისხმობს, რომ თუ ადრე მხოლოდ სატყეო სააგენტო იყო, ახლა ასე აღარ იქნება და შეიძლება, აიპ შეიქმნას, რომელიც ტყეებს გადაიბარებს მოვლის კუთხით“, – აღნიშნა კუჭავამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, კერძო საკუთრებაში არსებული ტყეების მართვას, ვისაც კერძო ტყეები აქვს, ის მათ საკუთრებაში დარჩება, თუმცა გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების პირობით.

მისი განმარტებით, ტყის მართვის ახალი პრინციპები დაახლოებულია ავსტრიულ-გერმანულ მოდელთან.