მცხეთის სოფელ მუხრანში ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხანა შენდება

1192

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მტკნარი წყლისა და ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხანა შენდება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

როგორც ობიექტის მფლობელმა რუსლან გელაძემ განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მტკნარი წყალი და ლიმონათი “სალი” ბაზარზე გასაყიდად გამოვა.

“ჩვენ საწარმოო ხაზი ჩინეთში შევუკვეთეთ. საწარმოს საათში 7 ათასი ბოთლის წარმოება შეეძლება”, – აღნიშნა რუსლან გელაძემ, თუმცა საწარმოს საინვესტიციო ღირებულება არ დაუკონკრეტებია.

მფლობელის თქმით, “სალის” პროდუქია როგორც საქართველოში, ისე დუბაიში გაიყიდება.