ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
64 ათასი ლარი დაიხარჯება სოფელ ძენწმანიდან დაბის მიმართულებით გარაგენათების სისტემის მოსაწყობად. ამ ეტაპზე კი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.
“კომუნალსერვისის” უფროსის განმარტებით, სამუშაოებისთვის ტენდერი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.