ოზურგეთში მიმდინარე აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ

1363

წინა სტატია

ოზურგეთში მიმდინარე აქციის მონაწილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით მჟავანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარის, დავით დარჩიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი დადგეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ჩვენ მოვითხოვთ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას. ახლა შევეცდებით შევხვდეთ ოზურგეთის საკრებულოს თავმდჯომარეს და განმარტებები მოვითხოვოთ”,- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ოზურგეთის მერიის შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას რამდენიმე საათია მართავს ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

გურიანიუსის ინფორმაციით, ამ წუთებში აქციას ოზურგეთის მერიის თანამშრომელი სიმონ სადრაძე შეუერთდა.