ქუთაისში, მორიგე საბავშვო ბაღები მხოლოდ ივლისში იმუშავებენ

1024

ქუთაისში ამ ზაფხულს ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს. ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებს #4 და #31 ბაღები მიიღებენ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ბაღებში რესიტრაცია უკვე მიმდინარეობს და 29 ივნისს დასრულდება. რაც შეეხება სწავლის პერიოდს, მორიგე ბაღები მხოლოდ ივლისის ბოლომდე იმუშავებენ.

სხვა ბაღებში სწავლა 30 ივნისს შეწყდება და სექტემბერში განახლდება.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და სადაც დაახლოებით, 10 000 ბავშვია დარეგისტრირებული.