ყველაზე პატარა ღამის კლუბი სატელეფონო ჯიხურის ნაცვლად

1108

ინგლისის პატარა ქალაქ კინგსბრიჯში, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 6 116 ადამიანია, ძველი, ტრადიციული წითელი სატელეფონო ჯიხური პაწაწუნა ღამის კლუბად გადააკეთეს. ჯიხური-ღამის კლუბი აღჭურვილია თანამედროვე მუსიკალური სისტემითა და განათებით.

მას შემდეგ, რაც მობილური ტელეფონების გამო, მოსახლეობა სატელეფონო ჯიხურებით აღარ სარგებლობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სატელეკომუნიკაციო კომპანიისგან ჯიხური  გამოესყიდა და იქ ყველაზე პატარა ღამის კლუბად ექცია.

ახლა უკვე მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ, სულ რაღაც 1 ევროდ, ჯიხურში მოუსმინონ მუსიკას, იცეკვონ და გაერთონ. ამ ორიგინალური კლუბიდან შემოსული თანხა კი სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.

საქალაქო საბჭო ასევე გეგმავს, კომპანიისგან კიდევ 5 000 ჯიხური გამოისყიდოს. “ჩამოწერილი” ჯიხურების ნაწილში მინიბიბლიოთეკები და გალერეები, ნაწილში – სამედიცინო პუნქტები, ზოგიერთში კი – პროდუქტის მაღაზიები გაიხსნება.

წყარო: BBC