გორში ღამის კლუბი “IDEA” გაიხსნა

815

გორში ღამის კლუბი “IDEA” გაიხსნა. კლუბის პირველი ივენთი 2 ივლისის საღამოს გაიმართა. მომდევნო ღონისძიება კი 3 კვირის შემდეგ იგეგმება.

“სიამაყით გელით ჩვენს სადებიუტო ღონისძიებაზე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გაერთიანებული ძალებით, პროფესიონალური და ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზებით იგეგმებოდა და გვჯერა, რომ დღევანდელი თარიღი ძალიან დიდი, გარდამტეხი პროცესებისა და ცვლილებების დასაწყისი იქნება ჩვენი ქალაქისთვის და გორში შევქმნით საინტერესო იდეების გაცვლისა და განხორციელების ცენტრს, რომელიც ჩვენი პატარა კომუნის იმედებს და დიდ შრომას სრულიად გაამართლებს”, – განაცხადეს გახსნამდე კლუბის დამფუძნებლებმა.