მდინარე ოღასკურის კალაპოტს შპს “კონსტანტა” მოაწყობს

1073

მდინარე ოღასკურის კალაპოტის მოწყობის სამუშაოებს შპს “კონსტანტა” შეასრულებს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. მასთან ერთად, ტენდერში მონაწილეობდა შპს “ელიტ ბილდერი”. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

კომპანიამ  სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის ვადაში უნდა შეასრულოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 582 001 ლარი დაიხარჯება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 6 წლით განისაზღვრება.

ტენდერის პირობების მიხედვით, ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები  ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ოღასკურა ძლიერი წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ქუჩებს ტბორავს.