წყალმომარაგების კომპანიაში ADB-ის დაფინანსებულ პროექტებზე იმსჯელეს

671

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებმა ირაკლი ურუშაძემ და ზაზა სიხარულიძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) წყალმომარაგების სექტორში აფინანსებს.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე გამოყო.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენბელობა/რეაბილიტაციის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს