რუსთავში, შარტავას ბიუსტთან სკვერი გაკეთდება

654

რუსთავში, ჟიული შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერი მოეწყობა. რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე, დღეს სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,ალგეთის“ დირექტორ შალვა შალვაშვილს შეხვდა.

რუსთავის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ალგეთს“ შორის, ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტი ჟიული შარტავას მოედანზე, ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიის გაკეთებას და შიდა ეზოში (ლერმონტოვის #4, #8 და გურამიშვილის #5, #9) სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების ღირებულება 126 646 ლარია. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა და 14 აგვისტოსთვის დასრულდება.