გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სოფლის აღმნიშვნელი ორი განსხვავებული წარწერაა. შესასვლელში შეცდომით კარდანახი აწერია, სოფლის ბოლოს კი – კარდენახი. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
მოსახლეობა ტრაფარეტის შეცვლას ითხოვს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ეს საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა.
დეპარტამენტის ინფორმაციით კი, წარწერას მაშინ შეცვლიან, როცა მათ ოფიციალურად სოფლის მოსახლეობა ან ადგილობრივი თვითმმართველობა მიმართავთ.